logo
ENG



"საქართველოს მომავალი EU-შია, არ გაუშვათ ხელიდან ისტორიული შანსი" - მიშელი კობახიძეს

03 მაი 202422:36
3 წუთის საკითხავი
 
2024/05/03/3onw8euy4cetsjc.jpg

ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელსა და პრემიერმინისტრ ირაკლი კობახიძეს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა. ამის შესახებ მიშელი სოციალურ ქსელში წერს.

"ირაკლი კობახიძესთან სატელეფონო საუბრისას საქართველოში ბოლო დროს განვითარებული მოვლენები განვიხილეთ. გავიმეორე ევროკავშირის სრული მხარდაჭერა ყველა ქართველის მიმართ, ვინც საკუთარი ქვეყნის მომავალს პირველ ადგილზე აყენებს

საქართველოს მოქალაქეების მოწოდება ღია, დემოკრატიული და პლურალისტური საზოგადოებისკენ მათ აუცილებლად უნდა მოისმინონ. აქტიური დებატები ახლა ქვაკუთხედია და ის ნამდვილად საჭიროა. საქართველოს მომავალი ევროკავშირშია. არ გაუშვათ ხელიდან ეს ისტორიული შანსი", - წერს მიშელი.

მანამდე, ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით სატელეფონო საუბარი გაიმართა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილსა და შარლ მიშელს შორის. საქართველოს პრეზიდენტმა მიშელთან საუბრისას აღნიშნა, რომ საქართველოს ვერავინ გადაიყვანს ევროპული გზიდან.


close დახურვა